Monday, June 7, 2010

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2010 წლის ივლისში ჩატარდება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები, რომელთა აუცილებელი შემადგენელი ნაწილიც პროფესიული უნარების გამოცდაა.

სასერტიფიკაციო გამოცდისათვის მზადების პროცესში პედაგოგთა ხელშეწყობის მიზნით გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2008 წელს გამოსცა კრებული ,,როგორ მოვემზადოთ სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის – პროფესიული უნარები”. იგი მოიცავს ტესტურ დავალებათა ნიმუშებსა და რეკომენდაციებს. კრებულში ტესტური დავალებების გარდა, დანართის სახით, წარმოდგენილია სტანდარტით განსაზღვრული სწავლებისა და განვითარების თეორიების ძირითადი დებულებები. ამჯერად ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პროფესიული უნარების ტესტის შესახებ, რომელიც არ არის ასახული 2008 წლის კრებულში. გთავაზობთ სამ დოკუმენტს:

I. პროფესიული უნარების ტესტი _ დამატებითი ინფორმაცია და ინსტრუქციები. მოცემულია დეტალური ინფორმაცია ტესტის სტრუქტურის შესახებ, ინფორმაცია ტესტში სტანდარტით განსაზღვრულ სამ ძირითად ნაწილზე ქულების პროცენტული გადანაწილებისა და ტესტის მაქსიმალური ქულის შესახებ. ამასთან, ასახულია ის მცირედი ცვლილებებიც, რომლებიც შევიდა პროფესიული უნარების ტესტში.

პროფესიული უნარების ტესტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და ინსტრუქციები საინტერესო იქნება მათთვისაც, ვინც უკვე გაეცნო გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ კრებულს.

II. კრებული ,,როგორ მოვემზადოთ სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის – პროფესიული უნარები” (შემოკლებული ვერსია). იმ პედაგოგთათვის, რომლებისთვისაც კრებული არ იყო ხელმისაწვდომი, მოცემულია მისი შემოკლებული ვერსია.

III. საგამოცდო პროგრამა. პროგრამა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს ეყრდნობა, მასში უფრო დეტალურადაა წარმოდგენილი საგამოცდო საკითხები, რაც დაგეხმარებათ უკეთ მოემზადოთ პროფესიული უნარების სასერტიფიკაციო გამოცდისათვის.

გისურვებთ წარმატებას!

1. პროფესიული უნარების ტესტი _ დამატებითი ინფორმაცია და ინსტრუქციები

2. როგორ მოვემზადოთ სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის – პროფესიული უნარები

3. საგამოცდო პროგრამა

გამოყენებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ

http://naec.ge/more.php?id=381&rig_no=102&lang=geo გამოქვეყნებული ინფორმაცია

No comments:

Post a Comment